სურათი

სტატისტიკა

11.12.13

11.10.20123

წელი - 2013;
თვე - დეკემბერი;
რიცხვი - 11, (მზე მშვილდოსანი);
მთვარე - ვერძი;
მთვარის 9-ე დღე, (მზარდი).

ზოგადი მიმოხილვა:
      იყაით აქტიური, გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. დღეს იქნებით ძალიან ენერგიულები. თუ გაქვთბაღი  კარგი დღა მცენარეებზე სამუშაოდ. ახლადდარგული მცენარე აუცილებლად გაიხარებს. ამ დღეს თევზების ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს გაუჩნდება ალკოჰოლის მიღების დიდი სურვილი, რაც აუცილებლად უნდა დათრგუნონ, განსაკუთრებით იმ თევზებმა ვისაც საჭესთან ყოფნა უხდებათ. სხვა ნიშნებისთვის ეს დრე მეტ-ნაკლებად სტაბილურია. კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად.

ბიზნესი და სამსახური:
      ნათელი გონება დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მარტივად მიიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს. დაუკავშირდით საქმიან პარტნიორებს, გამართეთ მათთან დისკუსია. ეს დღე განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება ხელოვნების სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის.

ჯანმრთელობა:
      როგორც ახლო წარსულში, ამ დღესაც არ არის სასურველი მკურნალობის დაწყება. მაგრამ თუ თქვენ გეგმაში გაქვთ ვარჯიშის დაწყება ამისათვის ნამდვილად სასიკეთო პერიოდია. ასევე კარგი დღეა ფსიქოლოგთან ვიზიტისათვის. რაც შეეხება კვებას უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ საჭმელს. საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოგიტანოთ.

სექსი:
      ინტიმური ცხოვრება უფრო მრავალფეროვნული გახდება. თამამათ ჩაატარეთ სექსუალური ექსპერიმენტები, იყავით ექსტრავაგანტურები და დაუმტკიცეთ თქვენს პარტნიორს თქვენი ერთგულება.

სიზმრები:
      ამ დღეს წყლის სტიქიის წარმომადგენლების სიზმრები ნამდვილად გასათვალისწინებელია. თქვენ გააკეთებთ ახალ აღმოჩენას პირად ემოციებში და ეს ყველაფერი სიზმრების მეშვეობით მოხდება. ასევე გაზრდილია ძილის დროს ასტრალში გადასვლის ალბათობა (წყლის ნიშნების საყურადღებოდ).

მაგია:
      მენტალური სხეულის გაძლიერება. თუ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, გაგიმარტივდებათ საგვარეულო წყევლის მოხსნა. თამამად ჩაატარეთ ისეთი რიტუალები, სადაც გამოიყენება ცეცხლის ენერგეტიკა. ასევე სასიკეთო დღეა რუნების დასამზადებლად.


9.12.13

10.12.2013

წელი - 2013;
თვე - დეკემბერი;
რიცხვი - 10 (მზე მშვილდოსანი);
13:06-მდე მთვარე -თევზები; 8-ე დღე
13-06-დან მთვრე -ვერძი; 9-ე დღე.


ზოგადი მიმოხილვა:
      მოსალოდნელია მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების მხარ დაჭერა. ხასითის ხშირი ცვლილება, კომფლიქტები სასიყვარულო ურთიერთობებში. გაგიძლიერდებათ სილამაზის აღქმის უნარი. კარგი იქნება თუ განაახლებთ გარდირობს.

ბიზნესი და სამსახური:
      კარგი დღეა ინტელექტის ასამაღლებლად. გამოავლინეთ შემოქმედებითი უნარი, კოლეგები და უფროსობა ამას უთუოდ დაგიფასებენ. კარგი დღეა ბიზნესის დასაწყებად. დღეს ადამიანების უმეტესობას გაუმართლებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. თუ გყავთ ბავშვები დაეხმარეთ საშინაო დავალების მომზადებაში.

ჯანმრთელობა:
      მოსალოდნელია მენტალური კრიზისი. ჯანმრთელობის გაუარესება. ამ დღეს დაწყებული მკურნალობის კურსი ვერ მოგცემთ სასურველ შედეგს. გაზრდილია ინფექციური დაავადებების ალბათობა. ორგანიზმში გააქტიურდება ბიოქიმუირი პროცესები. ჩაატარეთ საჭმლის მომნელებლის სისტემი გაწმენდა. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულსა და ხილს. თუ დიეტის დაწყებას აპირებთ ეს სასიკეთო პერიოდია.

სექსი:
      ნუ იქნებით უხეში, გამოავლინეთ სინაზე. უპირატესობა მიანიჭეთ შავი და წითელი ფერის თეთრეულს. აანთეთ სანთლები, ეს მეტ რომანტიკას შესძენს თქვენს ვნებებს. ეცადეთ მაქსიმალურად გაანებიბროთ პარტნიორი, ის ამას აუცილებლად დაგიფასებთ.

სიზმრები:
      სიზმრების უმეტესობა ზუსტად აგისრულდებათ. თუ სიზმარში ნახავთ გარდაცვლილ ნათესავს, ან დიდი ხნის უნახავ მეგობარს ის აუცილებლად მოგცემთ სასიკეთო ცხოვრებისეულ რჩევებს.

მაგია:
      კარგი დღეა მაგიური ელექსირების დასამზადებლად, განსაკუთრებით თუ ეს ეხება იღბალს ან შემოსავლების გაზრდას. არ დაკავდეთ სასიყვარულო ან სექსუალური მაგიით. თუ გაქვთ სპირიტუალური პრაქტიკა გაანალიზეთ ის და დაგეგმეთ სწორად შემდგომი რიტუალი. ამ დღეს დაბადებულ ბავშვებს ექნებათ მანტიკის ნიჭი, ზოგიერთი მადგანი შეიძლება ალქიმიითაც დაინტერესდეს.

ავტორი: ლორეი

09.12.2013

წელი - 2013;
თვე - დეკემბერი;
რიცხვი - 9 (მზე - მშვილდოსანი);
მთვარე - თევზები, (მზარდი);
მთვარის - 2/4 (8-ე დღე)!

ზოგადი მიმოხილვა:
      ამ დროს შეიძლება იგრძნოთ ემოციების არასტაბილურობა, მოსალოდნელია განწყობილების უმიზეზო ცვლილება. ამ დღეს ადამიანები ხშირად ვარდებიან უკიდურესობებში. შეეცადეთ მოერიდოთ ხალხმრავლობასა და ხმაურს, ასევე მკვეთრ ცვლილებებს. გაატარეთ დრო მეგობრების ვიწრო წრეში და არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. არ არის რეკომენდირებული კოცონის დანთება. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტი ცეცხლთან და ელექტრო მოწყობილობებთან.

ბიზნესი და სამსახური:
      კარგი იქნება თუ დაუბრუნდებით ისეთ საქმეს რომლისთვისაც დრო ნაკლებად გრჩებოდათ, ამისათვის ნუ გამოიყენებთ ძველ მეთოდებს, შეეცადეთ ახალი მიდგომა შეიმუშაოთ. ფრთხილად იყავით საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას, მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ ყოვლის შემძლე ხართ მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

ჯანმრთელობა:
      სასიკეთოა ისეთი წამლების მომზადება, რომლებიც შეიცავენ მრავალფეროვან ინგრედიენტებს. ასევე კარგია მოაწყოთ განტვირთვის დღე, გაიწმინდეთ ნაწლავები. მიმართეთ მასაჟის სალონს, ჩაიტარეთ არომათერაპია, არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. ამ პერიოდში სუსტდება პერიფერიული ნერვული სისტემა.


სექსი:
      თავი შეიკავეთ ინტიმური ურთიერთობებისგან. შეგიძლიათ ისაუბროთ სექსზე, პარტნიორთან ერთად განიხილეთ ორიგინალური პოზები. აღგზნების მიუხედავად შეეცადეთ სექსი სხვა დროისთვის გადადოთ. ამის მიზეზია პერიფერიული ნერვული სისტემის ზოგადი სისუსტე. ინტიმურმა ურთიერთობამ და ღრმა გრძნობებმა ამ დღეს შეიძლება სერიოზულად დაგიზიანოთ ენერგეტიკა.


სიზმრები:
      ამ დღეს ნანახი სიზმრები გამომდინარეობს თქვენი ქვეცნობიერიდან. გაგახსენდებათ მივიწყებული პრობლმები, ამოუხსნელი მოვლენები. თქვენი სიზმრები მოგცემენ სასიკეთო რჩევას რთული პრობლემების გადასაწყვეტად. შეიძლება დაგესიზმროთ ისეთი მომენტები, სადაც თავს იგრძნობთ შებოჭილად, ან იგრძნოთ სიმაღლიდან ვარდნა. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მომენტები სიზმარში, მით უფრო სუსტი და შეზღუდული ხართ რეალურ ცხოვრებაში. თუ ნახავთ გაშლილ სივრცეებს, მაგალითად მინდორს, ეს მეტყველებს თქვენში მიმდინარე სასიკეთო ტრანსფორმაციულ პროცესებზე.

მაგია:
      ამ პერიოდში ტიბეტში ატარებენ ავი სულების განდევნის რიტუალს. ჩაატარეთ ენერგეტიკული და ფიზიკური წმენდა. დაამზადეთ ავი თვალისგან დამცავი თილისმები.
ავტორი: ლორეი